ქონებრივი ზარალების მართვის ხელმძღვანელი
თბილისი
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
08 აგვ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვაკანსია სრულ განაკვეთზე მომუშავე  ქონებრივი ზარალების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  

 

ძირითადი პასუხიმგებლობები:  

  • კომპანიის სდაზღვევო პოლიტიკის გატარება  ქონებრივი და პასუხიმგებლობის ზარალების რეგულირების მიმართულებით; 
  • კომპეტენციის ფარგლებში  საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; 
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და მონიტორინგი; 
  • მიმდინარე სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მონიტორინგი; 
  • რეგულირების სისწორის კუთხით ასანაზღაურებელი სადაზღვევო შემთხვევების რევიზია; 
  • ზარალიანობის ანგარიშის და  ანალიზის წარმოება შესაბამისი პარამეტრების მიხედვით; 
  • საპრეტენზიო სადაზღვევო შემთხვევების განხილვაში ჩართულობა და კომიტეტის წევრებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება; 
  • პროვაიდერების მართვა (შერჩევა, დაკონტრაქტება, ხარისხის და ფასის მონიტორინგი და სხვა.. ) 
  • ქონებრივი და პასუხიმგებლობის ზარალების დაზღვევის ხელშეკრულებების გამართვაში მონაწილეობის მიღება; 
  • საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა. 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • საგამოძიებო ხასიათის სფეროში მუშაობის მინ, 3 წლიანი გამოცდილება. 
  • სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად; 
  • ავტომობილების მოდელებისა და მარკების, ასევე, ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;  
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა; 
  • სასურევლია რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა. 

 

პიროვნული მახასიათებლები 

  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
  • კარგი კომუნიკაციური და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;  
  • განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი; 
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; 
  • პუნქტუალობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: recruitgerogia@gmail.com  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  – ქონებრივი ზარალების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე - ლათინური შრიფტით. 

 

 

წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში). 

 

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)