კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • დოქტორი
  • 5 - 7 წლამდე
28 ივლ - 27 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი   აცხადებს კონკურსს  პროფესორისასოცირებული პროფესორისასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
 

ა) აკადემიური ნიშნით:

  1. სამართალის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამზე 5 (ვაკანტური ადგილი)

 

სწავლის დეტალური სფერო  - საჯარო სამართალი

სასწავლო კურსი -  კონსტიტუციური  სამართალი

ვაკანტური ადგილი - პროფესორი -  აკადემიური ნიშნით - 1 საშტატო ერთეული

 

სასწავლო კურსი -  სამართლის ისტორია

ვაკანტური ადგილი - ასისტენტ - პროფესორი -  აკადემიური ნიშნით - 1 საშტატო ერთეული

 

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - სისხლის სამართალი

სასწავლო კურსი -  შედარებითი სისხლის სამართლი

ვაკანტური ადგილი -  ასოცირებული პროფესორი - აკადემიური ნიშნით - 1 საშტატო ერთეული

 

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - სისხლის სამართალი

სასწავლო კურსი -  სისხლის სამართლის პროცესი (ზოგადი და კერძო)

ვაკანტური ადგილი -  ასისტენტ-პროფესორი - აკადემიური ნიშნით - 1 საშტატო ერთეული

 

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - კერძო სამართალი

სასწავლო კურსი -  სამოქალაქო სამართლი

ვაკანტური ადგილი -  ასისტენტ-პროფესორი - აკადემიური ნიშნით - 1 საშტატო ერთეული

 

 

  1. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა  2  (ვაკანტური ადგილი)

 

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება

ვაკანტური ადგილი : პროფესორი - აკადემიური ნიშნით - 1 საშტატო ერთეული

                                        ასოცირებული პროფესორი - აკადემიური ნიშნით - 1 საშტატო ერთეული

                              

  1. ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები) საბაკალავრო პროგრამა  -  2  (ვაკანტური ადგილი)

 

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - მენეჯმენტი და ადმინისტრირება

ვაკანტური ადგილი: ასოცირებული პროფესორი  -აკადემიური ნიშნით  - 1 საშტატო ერთეული

                            ასისტენტი- აკადემიური ნიშნით- 1 საშტატო ერთეული

 

  1. ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა - 10 (ვაკანტური ადგილი)

 

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - ფსიქოლოგია

ვაკანტური ადგილი :   პროფესორი- აკადემიური ნიშნით  - 4 საშტატო ერთეული

                                         ასოცირებული პროფესორი- აკადემიური ნიშნით - 3 საშტატო ერთეული

                                         ასისტენტ-პროფესორი - აკადემიური ნიშნით - 3 საშტატო ერთეული

 

  1. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა - 3 (ვაკანტური ადგილი)

 

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა

ვაკანტური ადგილი : ასოცირებული პროფესორი- აკადემიური ნიშნით - 3 საშტატო ერთეული

                                      

 

ბ) პროფესიული ნიშნით:

 

  1. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა  2  (ვაკანტური ადგილი)

 

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება

ვაკანტური ადგილი : ასისტენტ-პროფესორი - პროფესიული ნიშნით -  2 საშტატო ერთეული                                  

                                        

  1. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 7 (ვაკანტური ადგილი)

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - ფსიქოლოგია

ვაკანტური ადგილი :   ასოცირებული პროფესორი- პროფესიული ნიშნით - 5 საშტატო ერთეული

                                          ასისტენტ-პროფესორი - პროფესიული ნიშნით - 2 საშტატო ერთეული

                                

  1. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა - 2 (ვაკანტური ადგილი)

კლასიფიკატორის შესაბამისი სწავლის დეტალური სფერო  - ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა

ვაკანტური ადგილი : ასისტენტ-პროფესორი - პროფესიული ნიშნით - 2 საშტატო ერთეული

 

                                    

  1. აკადემიიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი საკონკურსო  კრიტერიუმები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

ა.) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;

გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

ა.) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ბ.) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;

გ.) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;

გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

  1. პროფესიული  ნიშნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი საკონკურსო  კრიტერიუმები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;

გ) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;

ე) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

ა.) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია, დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);

გ) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

 

  1. აკადემიური ნიშნით კონკურსანტმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით, სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ  ფორმატში.

ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ  ფორმატში.

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ზ) შესაბამისი სასწავლო კურსების/კომპონენტის სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
 

  1. პროფესიული ნიშნით კონკურსანტმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ  ფორმატში.

ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ  ფორმატში.

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

 

  • ჩატარდება სამ ეტაპად:

    ** I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
    ** II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
    ** III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

 

  • ღია კონკურსი ცხადდება 2022 წლის  28 ივლისიდან   29  აგვისტოს  ჩათვლით.
  • აკადემიურ კონკურსში მონაწილე კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის გადაწვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 16 სექტემბერს. 

 

  1. აკადამიურ კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gtuni.edu.ge 
  2. დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@gttu.edu.ge
  3. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო  უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gttu.edu.ge ან დაგვიკავშირდით: ტელ: 2 661 512; 2 246 590; 2 246 591
  4. გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.

 

ტენდერი/კონკურსი
კონკურსი