საბაჟო და ლოგისტიკის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
28 ივლ - 27 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ჯაოკენი", აცხადებს ვაკანსიას საბაჟო და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.  

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180

სამუშაო განაკვეთი: სრული 

სამუშაო საათები 9:30 -18:30

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატრანსპორტო კომპანიებთან შეკითხვების გაგზავნა, მიღებული ფასის დამუშავება
  • შეკვეთის გაგზავნა, კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი
  • კომპანიის კუთვნილი სასაქონლო მატერიალური მარაგების და სხვა აქტივების განბაჟების, დეკლარირებისა და საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა ადმინისტრაციული და საკანონმდებლო პროცესის ორგანიზება და მართვა;  
  • იმპორტირებული ან/და ექსპორტირებული საქონლის საბაჟო პროცედურისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 
  • საბაჟო დოკუმენტაციის ატვირთვა/შექმნა შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე - RS.ge; 
  • დეკლარაციის შევსება პროგრამა "ASYCUDA World"-ში; 
  • განბაჟებასთან და საბაჟო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ტიპის დოკუმენტაციის მიწოდება მომსახურების სააგენტოსა და კომპანიის ფინანსური სამსახურისთვის; 
  • დეკლარაციებისა და დასაბეგრი თანხების  მუდმივი კონტროლი; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება, ანგარიშგებებისა და რეესტრების წარმოება/წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ASYCUDA სისტემის სრულყოფილი ცოდნა; 
  • საბაჟო პროცედურების და საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფილი ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office); 
  • ინგლისური ენა - B1 დონე. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nana@jaokeni.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საბაჟო მენეჯერი. 

გისურვებთ წარმატებას! 

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საბაჟო,
ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)