სერვის-ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
28 ივლ - 27 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას სერვის-ინჟინერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოებაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობისთვის პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელება
  • წყლის და ჰაერის ფილტრაციის სისტემის, ასევე შენობის ტემპერატურული რეჟიმის მეთვალყურეობა,პრობლების შემთხვევაში დიაგნოსტიკა და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელება
  • მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული და ოპერაციული გამართულობის, ასევე ყველა სხვა დამხმარე მოწყობილობისა თუ ფიზიკური კორპუსის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრო და მექანიკური დიაგნოსტიკა, პრობლემის ანალიზი და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა
  • Preventative Maintenance ცხრილის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და განახლება;
  • კომპანიაში არსებული აუდიტით გათვალისწინებული პუნქტების შემუშავებაში ჩართულობა;
  • შესაკვეთი ნაწილებისა და მარაგების პროგრამების განვითარებაზე ზრუნვა, ასევე სხვადასხვა ნაწილების ინვენტარიზაციის პროცედურების ორგანიზება;
  • მოლაპარაკებების წარმოება გარე კონტრაქტორებთან კონკრეტული საკითხების გამოსწორების მიზნით;
  • მოლაპარაკებების წარმოება ელექტროენერგიის, გაზისა თუ წყლის, როგორც ადგილობრივ, ისე კერძო თუ სახელმწიფო კომერციულ მომწოდებლებთან;
  • ERP სისტემაში, ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელება
  • საწარმოს დირექტორის და მთავარი ინჟინერის რეგულარული ინფორმირება პროდუქციის საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ, დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების ჩათვლით;
  • ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ , პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ელექტრონული, მექანიკური ან/და ავტომატიზაციის ინჟინერიის განხრით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება
  • საწარმოო ხაზის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა
  • აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

 

ბენეფიტები:

  • ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სამოტივაციო პროგრამები.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი: სრული
  • საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge

წარმოება/ოპერაციები
პროცესები ინჟინერია