რესტორნის სერვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
29 ივლ - 27 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

რესტორანი „ეზო“ აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სერვის მენეჯერის პოზიციაზე.  
 
რესტორანი ეზო ძველ თბილისში, სოლოლაკში, გერონტი ქიქოძის 16 ნომერში მდებარეობს და ბოლო ხუთი წელია განსხვავებული გემოვნების, პროფესიის, შეხედულებების და ეროვნების ადამიანებს უყრის თავს ერთ სივრცეში. ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი და ადგილობრივი, მცირე და საოჯახო მეურნეობების განვითარება მათთან თანამშრომლობის გზით. ძალიან სიმბოლურია ჩვენი ლოკაციაც – თბილისური, ტრადიციული ეზო, სადაც ვცდილობთ მომხმარებელს მხოლოდ ადგილობრივი, გარემოსთან შესაბამისი და ავთენტური გასტრონომიული გამოცდილების მიღება შევთავაზოთ. ეზო არის ბავშვების, შინაური ცხოველების და ოჯახების საყვარელი ადგილი 2015 წლიდან.  
 

ძირითადი მოვალეობა: 

  •  სერვისის პერსონალის მართვა და სამუშაო პროცესის მონიტორინგი 
  •  სამუშაო შიფტების განაწილება 
  •  ტრენინგების ორგანიზება  
  •  სტუმრებთან კომუნიკაცია  
  •  პროდუქტების მარაგის კონტროლი და მომწოდებლებთან შეკვეთების განთავსება 
  •  რესტორნის სივრცეში სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების კონტროლი   
  •  სამზარეულოს მენეჯერებთან კომუნიკაცია   
  •  პერსონალთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება  
  •  ღონისძიებების დაგეგმვაში & კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება 
     

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  •  მოწესრიგებული, ორგანიზებული 
  •  ენერგიული და დისციპლინირებული 
  •  გუნდური მუშაობის უნარი 
  •  ინგლისური ენის გამართულ, სასაუბრო დონეზე ცოდნა 
  •  დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა 
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •   აუცილებელია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 2 წელი.  

 

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: communityezo@gmail.com  გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - სერვის მენეჯერი. 
 

 

 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
რესტორნის მენეჯერი