- სრული განაკვეთი
- ინგლისური,რუსული
საოჯახო სასტუმრო "ბათუმი გლობუსი" აცხადებს ვაკანსიას: ადმინისტრატორის პოზიციაზე
პრიორიტეტულად მიიჩნევიან სტუდენტები, ვისაც ამ სფეროში გამოცდილების მიღება სურს .
ჩვენ შეგასწავლით სათანადო პროგრამაში მუშაობას.
მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:
- აუცილებელია ქართული. ასევე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა; (MS Word, Excel, Outlook)
- კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- გაწონასწორებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
მოვალეობები:
- სტუმრის მიღება და განთავსება;
- ჯავშნების განხორციელება;
- სტუმრების რეგისტრაცია;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმართან ანგარიშწორების წარმოება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ვაკანსიისთვის გათვალისწინებულია 24 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე/ღამე). სამუშაო განრიგი ყოველი მესამე დღე. ანაზღაურება ცვლაში 50 ლარი
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (აუცილებლად ფოტოსურათით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kisi55@rambler.ru ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 593289949
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ადმინისტრატორი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.