1C ადმინისტრირების შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
თბილისი
02 აგვ - 27 აგვ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

1C ადმინისტრირების შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

 

OneSoft Training Centre აცხადებს მიღებას 1C ადმინისტრირების შემსწავლელ ონლაინ კურსზე.

 

პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

 

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები
  • CRM
  • ბუღალტერია
  • HR
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • Rs.ge

 

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

 

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ 1C პროგრამის ადმინისტრირება, მომხმარებლების და ბაზების მართვა.

 

მიზნობრივი ჯგუფი: 

  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს გაიღრმაოს ცოდნა 1C-ის მიმართულებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • 1C-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

 

ლექციების განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (19:00 – 21:00).

 

კურსის ხანგრძლივობა:  10  საათი.

 

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა ინფორმაციული ბაზის ტიპებზე და მათ განსხვავებებზე
  • მომხმარებლების შექმნას, შესაბამისი პარამეტრების და უფლებების გამართვას
  • ტიპიური ოპერაციების შაბლონების აწყობას
  • ანგარიშგებების აწყობას
  • სხვადასხვა დამუშავებების გამართვას
  • ბაკნებთან ინტეგრაციის აწყობას
  • თვის დახურვის დოკუმენტის გატარებას
  • შესაერთებელ მოწყობილობებთან ინტეგრაციის გამართვას
  • დისტრიბუციის პოკეტების გამართვას

 

კურსის სტანდარტული ღირებულება:  500  ლარი (დღგ-ს ჩათვლით).  

 

ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა „Zoom”-ის მეშვეობით.

 

 

სამუშაო მასალები  მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

 

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

  • კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ
  • OneSoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.



კურსზე რეგისტრაციისთვის  შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

აპლიკაციის ფორმა



შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეით:

ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, OneSoft Training Centre.
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 558 99 75 98
E-mail: info@1soft.ge

Web - www.onesoft.ge

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები