უფროსი მოლარე
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 850 - 850
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
07 აგვ - 27 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ექსპრეს კაპიტალ +” აცხადებს ვაკანსიას  უფროსი მოლარის პოზიციაზე. 

  

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის 23 

სამუშაო პირობები:   ორშაბათი - პარასკევი  10:00 - 18:00   შაბათი - 10:00 -  14:00  

 ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი,   

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება  
  • ნაღდ  ფულთან  მუშაობის  მინიმუმ  ერთწლიანი  გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა; 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; 

  

შენიშვნა:  უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს    პროფესიონალურ დონეზე  შეფასება (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც),  სხვა შემთხვევაში სავალდებულოა გაიარონ ოქროს შემსწავლელი კურსები. 
  

ძირითადი მოვალეობები: 

  • ოქროს (ძვირფასი ქვებისა და ლითონის) შეფასება და სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება; 
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების  წარმოება; 
  • სავალუტო კურსების დამოუკიდებელი მართვა; 
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;  
  • მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავებისა და შენახვის უზრუნველყოფა.  
  • სალაროს დოკუმენტების დახარისხება, შეკვრა, მათი დაარქივების უზრუნველყოფა. 
  • კლიენტებთან გარიგების დადებისას  KYC კითხვარის შევსება. 
  • სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში კლიენტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.  
  • კლიენტის ხარისხიანი,  სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; 
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი  დამოკიდებულების დამყარება; 

  

პიროვნული უნარები: 

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შრომისმოყვარე,  ენერგიული,   მიზანსწრაფული; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; 

 

შეტყობინება: მისო „ექსპრეს კაპიტალ  +“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 
 
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება მისოში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, მისოს მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა  და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). 
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, მისომ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ მისომ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქვემოთ მითითემულ მაილზე. 

 CV-ის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა მისოში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.  წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. 

დაინტერესებულ  პირებს  გთხოვთ,  2022 წლის   29 აგვისტოს  ჩათვლით დროის პერიოდში, გადმოაგზავნოთ თქვენი  რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე:  express.capital.plus@gmail.com და საგანში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება. ფოტოსურათის გარეშე განაცხადი არ განიხილება. გთხოვთ, ასევე, მიუთითოთ თუ რომელი საინფორმაციო წყაროს მეშვეობით გაიგეთ აღნიშნული ვაკანსიის შესახებ. 

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე:  http://ecplus.ge/index.php/ka/  

საბანკო
ექსპერტ-შემფასებელი (ძვირფასი ლითონები)