ოპტიკური ქსელის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
დღეს - 27 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს   ვაკანსიას  სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე  ქ. თბილისში
 
 
სამუშაო  აღწერილობა:

  • მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი;
  • აბონენტთან არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
  • მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი;
  • ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგარამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად;
  • აბონენტთან გაწეული მომსახურების შესაბამისი დოკუმენტაციის  გაფორმება;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების  შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის  გამართულ მდგომარეობაში შენახვა;

  
 საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო  სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე:  vacancy@servicenetgroup.ge 2022  წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის  დასახელება.    პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტელეკომუნიკაციების მართვა