გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
28 ივლ - 27 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი: თამარაშვილის 13ა

სატრანსპორტო/საექსპედიტორო კომპანია „შტურმანი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა

განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება. მონაცემთა ბაზების ფორმირება;
  • შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება კომპანიის სერვისების შეთავაზების მიზნით;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
  • დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, მარკეტინგის და ბიზნესის მიმართულებით);
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია ლოგისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება);
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@shturmani.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი