- სრული განაკვეთი
ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.
"ვენგო ჯგუფი" - აცხადებს კონკურსს გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი. როგორც ხელფასი ასევე ბონუსი იზრდება შედეგების ზრდასთან ერთად
მოვალეობები:
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- კომპანიის სერვისების და პროდუქტების კარგი ცოდნა;
- ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება.
- მიმდინარე შეკვეთების და გზავნილების მონიტორინგი
- აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება, კომპიუტერული პროგრამების სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
- კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
- სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: hr@vengo.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!