ოპერაციების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
07 აგვ - 27 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი. 
 
"ვენგო ჯგუფი" - აცხადებს კონკურსს ოპერაციების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე. 
 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე 
  • სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 (ორშაბათი-პარასკევი) 
  •  ანაზღაურება: ოპერაციების მენეჯერი - ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი. როგორც ხელფასი ასევე ბონუსი იზრდება შედეგების ზრდასთან ერთად 

 
მოვალეობები: 

  •  არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია; 
  •  კომპანიის სერვისების და პროდუქტების კარგი ცოდნა; 
  •  ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება. 
  •  მიმდინარე შეკვეთების და გზავნილების მონიტორინგი 
  •  აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა 
  •  ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა. 

 
მოთხოვნები: 

  •  გამართული მეტყველება, კომპიუტერული პროგრამების სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა; 
  •  კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები; 
  •  სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა. 

 

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. 
 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: hr@vengo.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი" 
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)