მასწავლებლის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
03 აგვ - 27 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე

 

სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

 

პოზიციის მიზანი:

PYP კლასის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა: საჭირო მასალების კოპირება  და მიწოდება მასწავლებლისთვის, ისე რომ არ შეფერხდეს გაკვეთილის მიმდინარეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში  ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლეებისთვის დახმარების აღმოჩენა;
  • მოსწავლეების საკლასო ოთახებში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
  • ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დროს მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის შესახებ;
  • სემესტრის ბოლოს კოორდინატორის ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

კვალიფიკაცია:

განათლება

  • ზოგადი ან პროფესიული განათლება;

 

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალობა;
  • კეთილგანწყობა;
  • დაკვირვებულობა;
  • ყურადღებიანობა;
  • აკურატულობა.

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-17:00, შესვენება 1 საათი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ირ.სხირტლაძის #2

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 2022 წლის 15 აგვისტომდე

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

მეცნიერება/განათლება
სკოლის მასწავლებელი