უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
02 აგვ - 16 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ბრიტანულ-ქართული აკადემია“ და “თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა” აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
მისამართი: ლეო კვაჭაძის №17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო დრო: კვირაში 5 (ხუთი) სამუშაო დღე, 40 (ორმოცი) სამუშაო საათი.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 (ერთი) ერთეული.


ძირითადი მოვალეობები:

  • უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მასთან დაკავშირებული პროტოკოლისა და პროცედურების განხორციელება;
  • უსაფრთხოების ოპერაციებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის გაწერა და მისი მონიტორინგი;
  • დაცვის თანამშრომლებისთვის ზედამხედველობის გაწევა;
  • სხვა მენეჯერებთან ერთად შეხვედრებზე დასწრება და  სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;
  • განსაკუთრებული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების ოპერაციების დაგეგმვა და კოორდინირება;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • საგანგებო სიტუაციების დროს პერსონალის კოორდინირების დაგეგმვა და შესაბამისი რეაგირება;
  • უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშების წარმოება;
  • უსაფრთხოების დამრღვევი ფაქტების გამოკვლევა და  მასთან დაკავშირებული ანგარიშების მიმოხილვა;
  • უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა ბაზის ანალიზი;
  • ინტელექტუალური საკუთრებისა და კომპიუტერული სისტემების დაცვა;
  • სამუშაო ადგილზე ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენციული პროგამების დანერგვა;
  • სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია;
  • დისციპლინური პროცედურების განხორციელება;
  • რისკების მართვა და მისი კონტროლი.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება უსაფრთხოების ადმინისტრაციასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
  • უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი ტექნოლოგიების და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
  • საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის უნარი;
  • უსაფრთხოების ოქმებისა და პროცედურების სრულყოფილად ცოდნა;
  • ბიუჯეტისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარები;
  • სასურველია, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: bga@bga.ge 2022 წლის 15 აგვისტომდე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)