დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მაგისტრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
28 ივლ - 27 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას  დირექტორის მოადგილის ადმინისტრაციულ დარგში პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაქვემდებარება: ადმინისტრაციული სამსახური, გაყიდვების განყოფილება, საოპერაციო განყოფილება, სამეურნეო სამსახური

 

ფუნქცია–მოვალეობები:

 ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა/განვითარება:

  •  კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავებასისა და განხორციელების პროცესის კოორდინაცია;
  •  ადმინისტრაციული მიმართულების სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საქმიანობის შედეგების ანალიზი;
  •  კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია;
  •  კომპანიის ადმინისტრაციული საქმისწარმოების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;
  •  სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული კომუნიკაციისა და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა;
  •  სახელმწიფო და კერძო ტენდერების მუდმივი მონიტორინგი და კომპანიის მომსახურებასთან რელევანტურ ტენდერებში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მონაწილეობის მიღება.
  •  კომპანიის შიდა ბრძანებების, ინსტრუქციების,პროცედურების შემუშავება და შესრულების პროცესის მონიტორინგი;
  •  კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვის ზრდისა და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა
  •  ოფისის გამართული მუშაობისთვის საჭირო სამეურნეო და საკანცელარიო საქონლის დროულად შესყიდვის უზრუნველყოფა;
  •  ადმინისტრაციული შენობის მოწესრიგის მუდმივი კონტროლი.

 

 მარკეტინგისა და საკომუნიკაციო აქტივობების მართვა

  •  კომპანიის მარკეტინგული საკომუნიკაციო პოლიტიკის დაგეგმვისა და სწორად წარმართვის ზედამხედველობა;
  •  კომპანიის, როგორც ბრენდის სწორი პოზიციონირების მხარდაჭერა;
  •  პარტნიორებთან/ კლიენტებთან მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
  •  კომპანიის PR აქტივობების, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მართვა (მარკეტინგული და PR აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა და გახარჯვის მონიტორინგი);
  •  კომპანიის ვებ.გვერდისა და სოციალური მედია პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგი;
  •  კომპანიაში არსებული სიახლეების, ღონისძიებების, მარკეტინგული აქტივობების მედიაში სწორი გაშუქება და მუდმივი კონტროლი (მედია მონიტორინგი);

 

 ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავება და HR პროცესების მართვა

  •  კომპანიის HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების პროცესის მართვა;
  •  ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  •  კომპანიის ორგანიზაციული ანალიზი, სამუშაო აღწერების შემუშავება და მუდმივი განახლება;
  •  თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესის ეფექტურად მართვა - კომპანიის სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, ახალი პერსონალის მოზიდვის საჭიროების განსაზღვრა, შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის ღირებულების შესწავლა და ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში კადრების(ადმინისტრაციის თანამშრომლების) რეზერვის ფორმირება და განახლება;
  •  თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა - პროფესიული განვითარების საჭიროების გამოვლენა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა - სწავლების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმდინარე და სამომავლო გეგმების შემუშავება;
  •  შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან სწავლისა და განვითარების საკითხებზე თანამშრომლობა;
  •  სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის დანერვა
  •  თანამშრომლთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა - შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სტიმულირების და მატერიალური წახალისების ფორმების შემუშავება-დამუშავება, ანაზღაურების ფორმების სრულყოფა;
  •  კომპანიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შრომის კანონმდებლობის, კომპანიის შინაგანაწესის, შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა შემუშავება/დახვეწა და დაცვაზე კონტროლი;

 

 თანამშრომლების მართვა

  •  კომპანიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, თანამშრომელებისთვის ამოცანების დასახვა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
  •  საქმიანობის შესრულების პროცესში, თანამშრომელთა მხარდაჭერა და ზედამხედველობა - რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა;
  •  განაწილებული საქმიანობის დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  •  დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  •  თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობა, მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

სამუშაო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება - სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  •  მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  •  რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

კომპეტენციები

  •  გუნდის მართვა;
  •  ურთიერთობების მართვა;
  •  დაგეგმვა და ორგანიზება;
  • -პრობლემების ანალიზი და გადაჭრა;
  •  პრეზენტაციის უნარი;
  •  პასუხისმგებლობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

TOP მენეჯმენტი
დირექტორის მოადგილე
მსგავსი განცხადებები