მთავარი ბუღალტერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
02 აგვ - 27 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების საწარმო  "პალატი 2022" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მთავარი ბუღალტრის  პოზიციაზე ქ.რუსთავში.  

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • საბუღალტრო აღრიცხვის პროცესის ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;                                      
  • საბუღალტრო გატარებების, ოპერაციების წარმოება და კორექტირება საბუღალტრო პროგრამაში; 
  • ფინანსური, სტატისტიკური და საგადასახადო ანგარიშგების (დეკლარაციების) ფორმების მომზადება დადგენილ ვადებში და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;                                                                                                  
  • ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;                                                                                                        
  • ხელფასებისა და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა;                                                                    
  • ბალანსის და მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ანგარიშგების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა დადგენილ ვადებში;                                                                                                                                                       
  • სახარჯი მასალებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური შემოწმება;                             
  • სრული პასუხისმგებლობა საკანონმდებლო ორგანოებთან კომპანიის ბუღალტერიის სწორ მართვაზე;                                                                                                                                                                
  • სხვა დასაქმებულ ბუღალტერთა საქმიანობის ხელშეწყობა, თანამშრომლობა და კონტროლი; 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურეობრივი დავალებებისა და მითითებების შესრულება. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება  საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით; 
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; 
  • საბუღალტრო  პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel) ცოდნა; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა; 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები 

  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორაგანიზებული; 
  • ოპერატიული; 
  • კომუნიკაბელური; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 

 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი 

 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@palatillc.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

გისურვებთ წარმატებას! 

 

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი