ბელბოი
თბილისი
ტიფლის პალასი
  • სრული განაკვეთი
  • რუსული,ინგლისური
15 აგვ - 26 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577696355

„ტიფლის პალასი“ გახლავთ მდიდრული ბუტიკის ტიპის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს “ტიფლის ვერანდას“. სასტუმრო უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

 

შპს „გლორია“ აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

ხელმძღვანელი: სუპერვაიზერი

 

სამუშაო ადგილი : სასტუმრო „ტიფლის პალასი“

მისამართი: ქ. თბილისი, ვ.გორგასლის #3

 

მოვალეობები:

  • გააღოს კარი, გააჩეროს ტაქსი, მიესალმოს სტუმრებს, შეიტანოს მათი ბარგი სასტუმროში და მიაცილოს ისინი სასტუმროს ოთახამდე;
  • გააცნოს სტუმრებს სასტუმროს წესები, ასწავლოს სასტუმროს კუთვნილი აღჭურვილობის გამოყენება, აუხსნას ოთახების თავისებურებები;
  • უზრუნველყოს ტრანსპორტი სტუმრებისთვის;
  • უზრუნველყოს ღია სივრცეების და ყველა აღჭურვილობის საუკეთესო მდგომარეობაში ყოფნა;
  • უზრუნველყოს ჩამოსული/ მიმავალი სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით სათნადოდ შენახვა;
  • დაცვის სამსახურს აცნობოს ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ;
  • შეასრულოს სხვა მოვალეობები ფრონტ ოფისის მენეჯერის დავალებით.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ან/და ინგლისურის ცოდნა ელემენტარულ დონეზე;

 

პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანი,
  • პოზიტიური,
  • პუნქტუალური.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@tiflispalace.ge  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577696355, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შვეიცარი (ბელბოი)