მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
27 ივლ - 26 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ჯი-თი მოტორს"-ი, საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki -ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.  

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 

სამუშაო განაკვეთი: სრული 
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სასაქონლო ნაშთების, მეორადი პროდუქციის და ძირითადი საშუალებების გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი; 
  • ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი დაზიანებული/ვადაგასული საქონლის იდენტიფიცირება და შესაბამისი აღრიცხვა; 
  • ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება, ანალიზი და პროგრამული ასახვა სსკ-ის და ბასს-ის თანახმად; 
  • შესყიდული მატერიალური ფასეულობისთვის საინვენტარიზაციო კოდის მინიჭება და პასუხისმგებელ პირზე შესაბამისი აქტით გადაცემა; 
  • ძირითადი საშუალების (ადგილობრივი და იმპორტირებული)  შემოსავალში მიღება და კოდირების პროცედურის კონტროლი საბუღალტრო და სადილერო პროგრამებს შორის; 
  • ძირითადი საშუალებების გადაადგილებების კონტროლი, დოკუმენტაციის შედგენა და პროგრამაში ასახვა; 
  • საწყობში მარაგების მიღების პროცესზე დასწრება და შესაბამისი აქტის შედგენა მიღებულ პროდუქციაზე; 
  • იმპორტ-ექსპორტისა და რეექსპორტის, ასევე საბაჟო პროცედურების შესრულების მონიტორინგი და ზედამხედველობა; 
  • ძირითადი საშუალებების გასვლის/ჩამოფასების/გაცვლის კონტროლი,დოკუმენტაციის შედგენა და პროგრამაში ასახვა ბასს მიხედვით 
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და ანალიზი მენეჯმენტისთვის; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office); 
  • სადილერო/საბუღალტრო პროგრამებში (განსაკუთრებით ორის 5/ორის 7) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ენა - B1 დონე; 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური უნარი. 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტი. 

გისურვებთ წარმატებას! 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ - აღმრიცხველი