კახეთის წარმომადგენლობის ქსელის კოორდინატორი
თელავი
  • სრული განაკვეთი
01 აგვ - 26 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. 

  

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას  კახეთის წარმომადგენლობის ქსელის კოორდინატორის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ადგილი: თელავი 
  

პოზიციის  მიზანია: 

  •  ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური კოორდინაცია და სასაწყობე მარაგების მართვა. 

 

რას გააკეთებ: 

  • ტექნიკურ კოორდინაციას გაუწევ ქსელში არსებულ ტერმინალებს; 
  • ტექნიკოსებისთვის მოამზადებ დავალებას  და გაუწევ მონიტორინგს; 
  • კომუნიკაცია გექნება მოიჯარეებთან და დილერებთან; 
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფ  ტერმინალის ამოცვლას და გადაადგილებას; 
  • მართავ სასაწყობე მარაგებს  და შესაბამის პროცედურულ დოკუმენტბრუნვას. 

  

მნიშვნელოვანია გქონდეს: 

  •  პასუხისმგებლობის გრძობა; 
  • იყო კომუნიკაბელური; 
  • გქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი.  

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. 

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 203 000 

 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ქსელის უსაფრთხოების ინჟინერი
მსგავსი განცხადებები