- სრული განაკვეთი
- 600 - 600
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
„ვივო მედიქალ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-დან - 18:30 მდე.
ანაზღაურება - 600 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- განყოფილებების სამედიცინო და სახარჯი მასალების ხარჯების და ნაშთების კონტროლი ყოველდღიურად;
- განყოფილებების მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღწერა პროგრამულ ნაშთთან მიმართებაში - დასახელების, დოზის, რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
- განყოფილებაში არსებული მედიკამენტის და სახარჯი მასალის ვარგისიანობის დადგენა და ვადების კონტროლი;
- გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ქსელის მასშტაბით;
- ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია;
- ფარმაციაში და/ან მარაგების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- MS Excel, Outlook - საბაზისო დონეზე ცოდნა;
- 1C ბალანსში მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - სასურველია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.