მენეჯერი საგურამოში
- სრული განაკვეთი
- 3 - 5 წლამდე
06 აგვ - 26 აგვ
სტანდარტი
„ჩინებული“- ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე
მოვალეობები :
- კომპანიის მმართველ ორგანოსთან ერთად შემუშავებული გეგმების შესრულება, რაც მოიცავს ღვინის გაყიდვას, პრეზენტაციას და მარკეტინგული კუთხით პროდუქციის განვითარებას.
- ივენთების დაორგანიზება, ტურისტების და სტუმრების მიღება&გამასპინძლება;
- ღვინის ტექნოლოგიური პროცესების მართვა/ზედამხედველობა ;
- მანქანა-დანადგარებისა და საწარმო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი და პროცედურების მეთვალყურეობა ;
- წარმოების მასშტაბით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის კონტროლი,სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი ;
- საწყობის ტენიანობის, ტემპერატურის და სინათლის კონტროლი ;
- პრობლემების არსებობის შემთხვევაში დროული გამოვლენა და რეაგირება
- ვენახის მოვლის ზედამხედველობა
- საწარმოში არსებული სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მართვა
- შემუშავებული წესების დანერგვა და გეგმის მიხედვით რეპორტინგის წარმოება
- უსაფრთხოების სისტემის შემუშავება და მონიტორინგი
- შესყიდვებზე და გაყიდვებზე მუშაობა
- დაქვემდებარებული კადრების დაკომპლექტება, სწავლება, მხარდაჭერა და მოტივირება
პროფესიული უნრარები :
- აღნიშნულ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულოა)
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
- უცხო ენების ცოდნა
- გუნდის მართვის და დავალებების დელეგირების უნარი
- ორგანიზებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობა
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა
სავალდებულოა საკუთარი ავტომობილის ფლობა, ვინაიდან მარანი მდებარეობს ქალაქგარეთ საგურამოში, სოფელ ბიწმენდში
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: info@chinebuli.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)