იურისტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
- ინგლისური
06 აგვ - 26 აგვ
სტანდარტი
დეველოპერი სამშენებლო კომპანია „ატლასი“ აცხადებს ვაკანსიას „იურისტი“-ის პოზიციაზე
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
- კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმებისა თუ სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება/რეგისტრაცია შესაბამის ორგანოებში;
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის ( ბრძანებები,განცხადებების, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, სასამართლოში წარმომადგენლობა;
- კომპანიის ნებისმიერი დოკუმენტაციის მომზადება/ცვლილებების შეტანა, მეწარმერთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
- წარმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
- სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართვლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
- კომპეტენციის შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული დავალებების შესრულება
პროფესიული მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით;
- იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საქმისწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
- საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- აკადემიური წერის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@atlas.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
იურიდიული
იურისტი