იურისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
06 აგვ - 26 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დეველოპერი სამშენებლო კომპანია „ატლასი“ აცხადებს ვაკანსიას „იურისტი“-ის პოზიციაზე

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
  • კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმებისა თუ სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება/რეგისტრაცია შესაბამის ორგანოებში;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის ( ბრძანებები,განცხადებების, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, სასამართლოში წარმომადგენლობა;
  • კომპანიის ნებისმიერი დოკუმენტაციის მომზადება/ცვლილებების შეტანა, მეწარმერთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
  • წარმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართვლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და  შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის  და სტრუქტურული ერთეულებისათვის; 
  • კომპეტენციის შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული დავალებების შესრულება

 

პროფესიული მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით;
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საქმისწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • აკადემიური წერის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
     

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@atlas.ge  და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

იურიდიული
იურისტი