საწარმოს მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 2000 - 2000+ ბონუსი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
27 ივლ - 26 აგვ
ვიპ
სამშენებლო ინდუსტრიული კომპანია "IC panel" აცხადებს ვაკანსიას, პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელის საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი;
- საწარმო ხაზის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- საწარმოო პროცესში პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- მარაგების და ნაშთების კონტროლი;
- წარმოების ტექნიკური პერსონალის ადმინისტრირება;
- მანქანა-დანადგარების სწორი, უსაფრთხო და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
- შესასრულებელი სამუშაოს ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- საწარმოს განვითარების გეგმის შემუშავება და საჭირო ღონისძიებების გატარება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- წარმოების მენეჯერად ან/და ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ორგანიზატორული ნიჭი და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
- კომპიუტერული საბაზისო და საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუციელებელი პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგებზე ორიენტირებული;
- მოწესრიგებული;
- დისციპლინირებული;
- ენერგიული, შრომისმოყვარე;
სამუშაო პირობები:
ხელფასი: 2000 + ბონუსი
სამუშაო ადგილმდებარეობა: მცხეთა, ახალუბანი (ნატახტრის ინდუსტრიული ზონა)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Dako.b@ic.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გისურვებთ წარმატებას!
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა