მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2000
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
11 აგვ - 26 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადისტრიბუციო კომპანია შპს „ორიენტი“   22 წელია, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ის არის  საბავშო სეგმენტში ერთ ერთ ლიდერი  და ორიენტირებულია მომხმარებელზე, უახლესი იმპორტული პროდუქცის დისტრიბუციით საქართველოში, ისეთი საერთაშორისო ბრენდისა როგორიცაა BEBETO და სხვა ცნობილი ბრენდებისა. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება; 
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა; 
  • პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ); 
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეძენის, წარმოების, რეალიზაციის, ჩამოწერის ოპერაციები. 
  • სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება; 
  • ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება; 
  • სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე; 
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და გადასახადების დაანგარიშება; 
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება; 
  • საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის ზედამხედველობა; 
  • ანგარიშგებების მოზადება მენეჯმენტისთვის. 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქციების განაწილება, ეფექტური ლიდერობა და სამუშაოს მონიტორინგი;
  • ფინანსური აღრიცხვის წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში; 
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • საბუღალტრო პროგრამა INFO-ში და FMG დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა; 
  • ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია AССA-ის სერტიფიკატი); 
  • ფინანსური ანგარიშგების  სტანდარტების კვალიფიციური ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,); 
  • საგადასახადო კანონმდებლობის კვალიფიციური ცოდნა; 
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალებისადმი ორიენტირებული; 
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი.

 

ანაზღაურება:  2000 ლარიდან ზემოთ, სამუშაო  გამოცდილებიდან გამომდინარე.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: g.burdzgla@orientltd.ge

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი