ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერ-ოპერატორი
თბილისი
  • სტაჟირება
  • 500 - 500
  • ბაკალავრი
27 ივლ - 26 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ვაკო მოტორსი"  2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 60-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს. 

 

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს: 

  • სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;  
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები; 
  • სატვირთო ავტომანქანის საბურავები;  
  • სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.  
     

 
კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს: 

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას ;  
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს. 

 
 
შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. 

 

სამუშაო ფუნქციები: ​

  • კლიენტის განაცხადის მიხედვით პროდუქციის რეალიზაცია 
  • პროდუქციის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი საბუთის მომზადება, ინვოისის გამოწერა, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა; 
  • სალარო აპარატთან მუშაობა,ჩეკების ამობეჭდვა 
  • კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება; 
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ბუღალტერიის განხრით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • სწრაფად მუშაობის უნარი; 
  • რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი; 
  • როგორც წერითი, ასევე, ვერბალური კომუიკაციის მაღალი დონის უნარი; 
  • პრეზენტაბელურობა; 
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.  

 

დამატებითი ინფორმაცია:  

  • ანაზღაურება:  სტაჟირების პერიოდში 500 ლარი; 

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე:  HR@vakomotors.ge  წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება:  "სტაჟირება ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე“.  
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე. 

„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.  

 გისურვებთ წარმატებებს!  

 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია