დასუფთავების დეპარტამენტის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
27 ივლ - 26 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ბუტიკის ტიპის სასტუმრო ნიუ ტიფლისი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N75
სამუშაო გრაფიკი: სრული



ფუნქციები და მოვალეობები:

  • დიასახლისების სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება
  • შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების კონტროლი
  • სასტუმროს ძირითადი საშუალებების მოვლა და შენარჩუნება
  • სტუმრის პირადი ნივთების მოფრთხილება
  • დაკარგული ნაპოვნი ნივთების და პროცედურის კონტროლი
  • დასუფავების ყოველდღიური რუტინის სქემის შექმნა და შესრულება
  • დასუფთავების პროექტების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი
  • ოთახების სტატუსების პირადი კონტროლი
  • მინი ბარის პროდუქციის კონტროლი
  • ინვენტარიზაციის (აღწერების) პროცედურების დადგენილ ვადებში განხორციელება
  • მარაგების კონტროლი და საჭირო დამხმარე საშუალებების შეკვეთების მომზადება
  • სასტუმროს ოთახების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა
  • ქიმიკატების და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ფლობა
  • მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა
  • სასტუმროს გენერალური მენეჯერის დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საჭირო კომპიუტერული პროგრამები: მაიკროსოფთ ოფისი, სასტუმროს საოპერაციო სისტემები

 

პერსონალური უნარ-ჩვევები:

  • პერსონალის მართვის უნარი,
  • კომუნიკაბელურობა,
  • რესურსების ეფექტური გამოყენება,
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მქონე,
  • ორგანიზებული,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი,
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@new-tiflis.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)