დაგეგმარების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
11 აგვ - 26 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.  

 

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დაგეგმარების სპეციალისტის პოზიციაზე. 

ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14; 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. შესაძლებელია შეთანხმებისამებრ დისტანციურად მუშაობა. 

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი 

 

რისი გაკეთება მოგიწევთ: 

  • ინფორმაციის დამუშავება, გადამოწმება; 
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების აწყობა-წარმოება; 
  • მიმდინარე პროცესებში Support-ის გაწევა ლოგისტიკის ქვე-დეპარტამენტებისთვის; 
  • პროექტებში ჩართულობა; 
  • პრეზენტაციების აწყობა; 
  • გადაზიდვების, დაგეგმვა კონტროლი; 
  • პროგრამულად, საწყობებში მარაგების და ნაშთების  მართვა და კონტროლი; 
  • გაყიდვების/ გადაზიდვების ინფორმაციის მოპოვება/დამუშავება; 
  • შეკვეთების ფორმირება; 

 

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა: 

  • ქართული, რუსული ან ინგლისური ენების საქმიანი მიმოწერის დამოუკიდებლად საწარმოებლად და ზეპირი ურთიერთობისათვის საკმარის დონეზე ცონდნა; 
  • Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა; 
  • მონაცემთა შეგროვება/დამუშავება/ანალიზის გაკეთების უნარი; 
  • უმაღლესი განათლება, ტექნიკური(ეკონომიკა, ანალიტიკა, მათემატიკა,ლოგსიტიკა) მიმართულებით; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

ჩვენ გთავაზობთ:  

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას 
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას 
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს 
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას 

 

როგორ დაგვიკავშირდეთ: 

  • მეილით: tbs.work@ids-borjomi.com  (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “დაგეგმარების სპეციალისტი” 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. 

შერჩევის ეტაპები: 

  • ტესტირება ექსელში 
  • შეხვედრა ეიჩართან და ამყვან ხელმძღვანელთან 
  • შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:  https://www.ids-borjomi.ge/ 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარშრუტის დაგეგმვა/ოპტიმიზაცია