მერჩენდაიზერი
ბათუმი, ქობულეთი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • ბაკალავრი
11 აგვ - 26 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 48 92 23

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

 

გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ბათუმში და ქობულეთში.

ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის 17ა;

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი, დასვენება 1 დღე;

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით(მაქსიმალური ანაზღაურება 1000 ლარი);

 

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი

 

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • გამოთვლების წარმოების უნარის ქონა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა
  • სასურველია კანდიდატს დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

 

როგორ დაგვიკავშირდეთ:

მეილით: tbs.work@ids-borjomi.com (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “მერჩენდაიზერი” ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  +995 599 48 92 23

 ან მობრძანდით მისამართზე: ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის 17ა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.ids-borjomi.ge/

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი