ექსპედიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1600
დღეს - 26 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 48 92 23

სადისტრიუციო კომპანია შპს „ბორჯომი ვოთერსი“ მიწოდების განყოფილებაში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ექსპედიტორის პოზიციაზე. 

ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ვაშლიჯვარი, ვ.სარაჯიშვილის #9; 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი;  

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით (1000-1600 ლარი);  

 

რისი გაკეთება მოგიწევთ: 

  • პროდუქციის სწორად შერჩევა ზედდებულების მიხედვით, ავტომობილში ჩატვირთვა და კონკრეტული მარშუტის მიხედვით ობიექტების მომარაგება; 
  • ოფისთან მუდმივი კომუნიკაცია გამოსატანი ინვენტარის (ტარა,დისპენსერი) შესახებ და ზედდებულების დროულად ატვირთვის მიზნით; 
  • მომხმარებლებთან არსებული ინვენტარის მუდმივი კონტროლი, საჭირო რაოდენობის ტარის უკან გამოტანა და საჭიროებისამებრ ინვენტარიზაციის აქტის შედგენა; 
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა; 

 

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა: 

  • სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება 
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

ჩვენ გთავაზობთ:  

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას 
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას 
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს 
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას 

 

როგორ დაგვიკავშირდეთ: 

  • მეილით: tbs.work@ids-borjomi.com  (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ექსპედიტორი” 
  • ტელეფონით: +995 599 48 92 23 
  • ან მობრძანდით მისამართზე:  ვაშლიჯვარი, ვ.სარაჯიშვილის #9 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. 

შერჩევის ეტაპები: 

  • ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.ids-borjomi.ge/ 

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი