შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური
27 ივლ - 26 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სააქციო საზოგადოება ,,ტრანსმშენი’(1929 წლიდან) არის საქართველოში ერთ ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანია, რომელსაც დღემდე  მრავალი უნიკალური პროექტი აქვს განხორციელებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.transmsheni.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • კომპანიის სამშენებლო ობიექტებზე საერთაშორისო სტანდარტების და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების პირობების დანერგვა;
  • რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;
  • უბედური შემთხვევების ფაქტორების გამოვლენა და შეტყობინება მენეჯმენტისთვის;
  • ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის სტანდარტების შესაბამისად შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
  • დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით;
  • პერიოდული ანალიზის საფუძველზე შრომის უსაფრთხოების პირობებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე რეპორტინგის წარმოება გენერალურ დირექტორთან.

 

მოთხოვნები და აუცილებელი უნარები: 

  • აუცილებელია ფლობდეს შესაბამის სერთიფიკატს;
  • სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@transmsheni.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი