სამშენებლო პროექტის მენეჯერი
სამშენებლო კოპმანია
- სრული განაკვეთი
- 3000 - 3000+ ბონუსი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
06 აგვ - 26 აგვ
სტანდარტი
სამშენებლო კოპმანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა;
- სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი, შეხვედრა და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება კონტაქტორებთან;
- კომუნიკაცია პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ პირებთან;
- სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება;
- სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი, რეგულარული ჩართულობა პროექტის ბიუჯეტირებაში;
- სამშენებლო პროცესების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
- ბიუჯეტის, ვადების, სტანდარტის და ხარისხი კონტროლი;
- საპროექტო გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანა;
- პერიოდულად სამშენებლო ობიექტის ვიზიტი, დათვალიერება და შემოწმება.
- ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის ეტაპებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან განხრით/ან ბიზნეს ადმინისტრირება);
- პროექტის მენეჯრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი;
- სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
- სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
- პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 3000ლარი + ბონუსი
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.info.mc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროექტის მენეჯერი
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა