დაცვის თანამშრომელი
სამშენებლო კოპმანია
- სრული განაკვეთი
06 აგვ - 26 აგვ
სტანდარტი
სამშენებლო კოპმანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
- გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
- აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
- უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
- მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
- მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ფიზიკური გამძლეობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს 24 სთ. ცვლა
ანაზღაურება: 65 ლარი ცვლაში
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy.info.mc@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დაცვის თანამშრომელი
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)