- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
ათასწლეულის სკოლა აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე მულტიდისციპლინურ გუნდთან და მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეების ინდივიდუალური განვითარების პროცესის გაუმჯობესებისა და კლასში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.
თანამშრომლობის პროცესში, შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება:
- მულტიდისციპლინურ გუნდთან და მასწავლებლებთან/დამრიგებლებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ამ გეგმის შესრულებაში;
- პროფესიული განვითარების სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- მოსწავლეებთან ინდივიდუალური თერაპიული პროცესის წარმართვაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიის მიმართულებით, ჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან თერაპიული პროცესის წარმართვის გამოცდილება და სასკოლო ასაკის მოსწავლეებთნ მუშაობის გამოცდილე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org.
საბუთების მიღება მიმდინარეობს 25 აგვისტოს ჩათვლით. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სკოლის დამრიგებლების და მასწავლებელების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები: http://www.millennium-school.org/ge/proekteb