ადმინისტრაციული და სამურნეო სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
01 აგვ - 26 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

 

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და სამურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

 

თუ ხარ ენერგიული,გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი,ჩვენ გთავაზობთ ადმინისტრაციული და სამეურნეო სპეცალისტის პოზიციას.

„ოპპა“-ში დაგხვდება  მოტივირებული,ენერგიული გუნდი და მეგობრული სამუშაო გარემო.


სამუშაო ადგილი: თბილისი
სტრუქტურული ერთეული: ადმინისტრაციის განყოფილება

 

პოზიციის მიზანი:

  • ადმინისტრაციის განყოფილების წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება,კომფორტული სამუშაო გარემოს უზრუნველოფა

 

რისი გაკეთება მოგიწევს:

  • ინფრასტუქტურის გამართულობის კონტროლი, აღმოჩენილი დეფექტების 
  • შესახებ ინფორმაციის მიმოცვლა, აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრაზე    პასუხისმგებლობის აღება;
  • სასმელი წყლის და სამეურნეო მარაგის კონტროლი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პასუხისმგებელი იქნები დოკუმენტ ბრუნვის წარმოებასა და საბუთების აღრიცხვიანობის ნაწილში.
  • გენერატორის მიმდინარე მდგომარეობის-მომსახურებისა და ექსპლუატაციის დადგენილი წესების კონტროლი;
  • ოფისში შემოსული-გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია,
  • დასკანერება, შიდა სისტემაში ატვირთვა, მიღება-გაგზავნა, დაარქივება;
  • არქივში მუშაობა, საჭირო დოკუმენტაციის შენახვა, მოძიება.
  • ოფისის საკანცელარიო ინვენტარის მარაგის კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის საქმიანობის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,  
  • როგორც კომპანიის სხვადასხვა ოფისის პირობებში, ასევე გასვლით    ღონისძიებში ჩართულობა;
  • ჩაერთვები ადმინისტრაციულ პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და შესაბამისი რეპორტის წარდგენაში უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ჩართული იქნები საოფისე ინვენტარის აღრიცხვა-კონტროლის ნაწილში (ინვენტარზაცია) (რეგიონებში მივლინებები).

 

აუცილებელი უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,შრომისმოყვარეობა და გუნდურად  მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარე: წერითი და ვერბალური;
  • პუნქტუალურობა, გამოხატული ყურადღება საქმის მიმართ და შესრულების სისწრაფე;
  • შესასრულებელი ამოცანებიდან გამომდინარე სწრაფი მობილიზებისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ,გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.


გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.


 

ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი,
ადმინისტრაციული თანაშემწე