- სრული განაკვეთი
- 630 - 630
- საშუალო განათლება


ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი „METROMART”-ი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისი ცენტრალის ფილიალში:
კომპანია „მეტრომარტ“-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- საშუალო განათლება
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები :
- პროდუქციის მიღება / საწყობში განთავსება;
- პროდუქციის გადაადგილების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
- საწყობში არსებული პროდუქციის პერიოდულად აღწერა;
- გაყიდული ნივთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე.
პიროვნული თვისებები :
- შრომისმოყვარე;
- პასუხიმგებლობის გრძობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ყოველი მე 5 დღე დასვენების.
- ხელზე ასაღები ხელფასი: 630 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიტ - პასი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@metromart.ge 2022წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!