- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური


"ველის" მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.
ჩვენი ინოვაციური პლატფორმით მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - დრო.
კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.
ვინ ქმნის VELI.store-ს?
ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.
ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით.
VELI.store-ს გუნდიაცხადებს ვაკლანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა არხით პოტენციური მომხმარებლების მოძიება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა B2B მიმართულებით;
- ბაზრის შესწავლა;
- კონკურენტების კვლევა/ანალიზი;
- მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი მოთხოვნის განსაზღვრა და მოლაპარაკების წარმოება;
- კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება;
- გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროგრამაში ასახვა/მონიტორინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".