მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 800
  • ერთ წელზე ნაკლები
26 ივლ - 24 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00

ანაზღაურება: 600-800 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე დადგენილი მარშრუტის მიხედვით ვიზიტი
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის, ფასმაჩვენებლებისა და სარეკლამო მასალების მონიტორინგი და/ ან განახლება;
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ნაშთისა და ვადის კონტროლი;
  • პერიოდულად ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

 

პიროვნული უნარები

  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი,
  • მოტივირებული.
  • მიზანდასახული.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითრების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

თუ ფიქრობ, რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს - "მერჩენდაიზერი თბილისი "

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

ჩვენ გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი