გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
26 ივლ - 25 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ფენიქსი პროექტირების მენეჯმენტი“ აცხადებს ვაკასიას   გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. 
 
კომპანია „ფენიქსი პროექტირების მენეჯმენტი“  ახორციელებს სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან და მის რეალიზაციას. 

 
სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, ასი ათასი მოწამის ქ. 31. 
 
ფუნქციები და მოვალეობები: 

  • მყიდველებისათვის პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, როგორც ტელეფონით, ასევე, უშუალოდ ოფისში; 
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება; დამზადების კოორდინაცია; თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება.აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება; 
  • მარკეტინგული საქმიანობის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანგარიშგება; 
  • კლიენტების მოძიება/მოზიდვა; 
  • სოციალური ქსელის მონიტორინგი. 
  • სხვა ადგილობრივი საქმე ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად. 

 

 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი განათლება 
  •  მათემატიკური უნარ - ჩვევები 
  •  კლიენტებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები 
  •  უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური) 
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა 
  •  გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები 
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა 
  •  ახლის სწრაფად ათვისების უნარი 
  •  აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე.  
  •  აღნიშნულ სფეროში 2 წლიანი გამოცდილება 

 

 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი  10:00-დან 18:00-მდე. შაბათი: 10:00-დან 16:30-მდე. 
  
გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 15 დღიან ანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას, ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.  

ანაზღაურება თვეში 1500 ლარი + ბონუსები (ხელზე ასაღები). 
  
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით ელექტრონულ მისამართზე: info@phoenixpm.ge და გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის  სახელწოდება. 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი