ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
26 ივლ - 25 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"ლაზიერი" 3500 კვ. მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს.ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

 

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრს  ბუღალტრის  პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
  • ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
  • წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება, დაარქივება;
  • ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
  • მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
  • სალაროს აღრიცხვა/კონტროლი;
  • ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა( RS.ge -ზე ატვირთვა);
  • დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
  • იმპორტი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით;
  • MS Office-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • Oris ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;
  • ACCA პირველი დონე აუცილებელია (ACCA მეორე დონე სასურველია);
  • RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00 -18:30
  • ანაზღაურება: 1500 ლარი
  • უპირატესობა მიენიჭება წარმოების სფეროში გამოცდილ კადრს.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: ggognadze@lazieri.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
York Holding Group
თბილისი