ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
დღეს - 25 აგვ
სტანდარტი


შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილების ოპტიკური ქსელის მომსახურების ქვეგანყოფილებაში ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
- დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
- ქუროებში ოპტიკური წვერების შედუღება;
- სამუშაო პროცესში ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ბოჭკოს მზომელი მოწყობილობების და სხვა საჭირო ინსტრუმენტების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
- მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
- როფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სასურველია ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ბოჭკოს მზომელი მოწყობილობების და სხვა საჭირო ინსტრუმენტების ნორმების შესაბამისად გამოყენება და შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ტელეკომუნიკაციების მართვა