საწყობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2000
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული
05 აგვ - 25 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.


 ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასაწყობე ფართში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი;
  • საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა–დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • საწყობის მუშაობის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი;
  • ჩამოწერის პროცედურის კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და კონტროლი;
  • ჰიპერმარკეტის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;


 საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • 1C მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

პირობები:

  • გრაფიკი: 5 სამუშაო დღე 2 დღე დასვენება;
  • ხელფასი: ფიქსირებული 2000 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • FitPass;
  • უფასო ტრანსპორტირება;

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის  ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი