- სრული განაკვეთი
- 1000 - 1000
კომპანია „ვესტ ინვესტი“ დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 – მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია–მოვალეობები:
- გაყიდვების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული შეკვეთის საფუძველზე პროდუქციის გასაცემად მომზადება;
- საწყობიდან გამზადებული პროდუქციის გამოტანა ლოჯისტიკის თანმშრომლებისთვის;
- ფილიალებისთვის პროდუქციის გამზადება და გასაგზავნად მომზადება;
- საამქროში პროდუქციის დასაფასოვებლად გადატანისა და პროდუქციის დაფასოვების შემდგომ უკან დაბრუნების პროცესის უზრუნველყოფა;
- სასაწყობე ფართის პროდუქციის მისაღებად მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- მიღებული პროდუქციის დროულად დაცლა და დასაწყობება, ბრენდების მიხედვით;
- პროდუქციის მიღებისას ვადებთან ერთად, პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება;
- პროდუქციის მიღებისას ტემპერატურული რეჟიმის შემოწმება და სხვა
საჭირო უნარ–ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწყობის თანამშრომელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!