ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
30 ივლ - 24 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის“ შვილობილი კომპანია შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო  პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას  ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.



მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: სრული
 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გენერალური დირექტორის შეხვედრების შეთანხმება/ჩანიშვნა/შეხსენება;
  • მიღებული ინგლისურენოვანი კორესპონდენციის საჭიროების შემთხვევაში თარგმნა/წერილზე პასუხის გაცემა;
  • საოფისე ინვენტარის და საკანცელარიო ნივთების შეკვეთა და მოწოდების კონტროლი;
  • სარეკლამო, სატელეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • ოფისისთვის კომპანიის პროდუქციის გამოწერა, მარაგების კონტროლი/ჩამოწერა;
  • შემოსულ ზარებზე პასუხი, სწორი გადამისამართება;
  • კომპანიის საინფორმაციო ელფოსტის მართვა, შემოსულ წერილებზე დროული რეაგირება და სწორი გადამისამართება;
  • ოფისის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების და მხარდაჭერის კუთხით აქტიური ჩართულობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი - ბაკალავრის ხარისხი
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.


უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სწრაფი აზროვნება, დავალებების ოპერატიულად შესრულების უნარი;
  • დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმარების, პრიორიტეტების განსაზღვრის გამოკვეთილი უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა;


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 აგვისტო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ოფისის მენეჯერი“

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი