მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
  • მართვის მოწმობაB
30 ივლ - 24 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 12 83 61

კომპანია შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციაში

პოზიცია: მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ

ანაზღაურება : ფიქსირებული 700 ლარი  ხელზე ასაღები + ბონუსი (გადატვირთვებიდან გამომდინარე)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტიზირებული პროდუქციით დატვირთვა;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა.

 

მოთხოვნები და უნარები:

  • სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია
  • დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

 

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, ზემოხსენებულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება- „მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე“ ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი