- მოქნილი გრაფიკი
- 700 - 700+ ბონუსი
- ბაკალავრი


საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/
"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე, ასევე დღის და ღამის ცვლის მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფანასკერტელის ქ. 16
ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ანაზღაურება : 700 ლარი. + ბონუსი
კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა , ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა .
ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა .
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს , განვითარების შესაძლებლობას.
მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი);
- სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
- საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
- დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
- სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
- სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: s.kejerashvili@spar-georgia.com ან დაგვიკავშირდეთ ტელ: +995 577 33 84 67 / +995 592 077 491 და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში,
კანდიდატურა ვერ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.