შეკვეთის მტვირთავ-ამგროვებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
30 ივლ - 24 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 12 83 61

კომპანია “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

“სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას საწყობში

პოზიცია: შეკვეთის მტვირთავ-ამგროვებელი 

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

 

სამუშაო დრო:

  • ღამის ცვლაში მორიგეობა :
  • დღის ცვლაში მორიგეობა :

 

ანაზღაურება: 700 ლარი ხელზე ასაღები + გამომუშავება

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული შეკვეთების აწყობა;
  • საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპ. რეჟიმი, ტენიანობა, სისუფთავე და ა.შ.);
  • საწყობში ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა-კონტროლი;

 

 მოთხოვნები და უნარები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სასაწყობო მეურნეობის მიმართულებით;
  • დისციპლინა, დეტალებისადმი ყურადღება, პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

ბენეფიტი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, ზემოხსენებულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com . გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება- „შეკვეთის მტვირთავ-ამგროვებელი“ ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი