კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
26 ივლ - 24 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ტელნეტი“  აქტიურად საქმიანობს  IT აუთსორს მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს სრულ IT  მხარდაჭერას კვალიფიციური  გუნდის დახმარებით.  

კომპანიის წარმატება ეფუძნება, პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ვეძებთ თანამშრომლებს, რომლებიც სრულიად გაიზიარებენ ჩვენს მიზნებს, სტრატეგიასა და ღირებულებებს. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://telnet.ge/ 

"ტელნეტი" აცხადებს ვაკანსიას - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე.  

ადგილმდებარეობა: თბილისი, ტელნეტის სათაო ოფისი 

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ. 

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 

 
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები: 

  • ბიზნესის აუთსორს სერვისის მიმართულების განვითარება; 
  • კორპორატიული გაყიდვების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება; 
  • მიზნობრივი ბიზნეს სეგმენტების განსაზღვრა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; 
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების და საჭიროებების დადგენა; 
  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრები და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება; 
  • კლიენტზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება; 
  • არსებული კლიენტების კმაყოფილების დონის დადგენა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება; 
  • არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან თანამშრომლობის გზების მუდმივი დახვეწა და გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 

 

უნარები: 

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი; 
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; 
  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული; 

 
 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV,  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruit@telnet.ge;   

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი. 

გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
კორპორატიული კლიენტები (B2B)