მზარეულის დამხმარე
სიანგ განი
- სრული განაკვეთი
25 ივლ - 24 აგვ
სტანდარტი
თბილისში არსებული საუკეთესო ჩინური რესტორანი ,,სიანგ განი” აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
ფიქსირებული ხელფასი - დღეში 55 ლარი, ბონუსებით 75 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, 10:00-22:30.
ვაკანტური ადგილი: 4
სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი, ჩვენ ყველაფერს გასწავლით !
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება.
- კერძისთვის ყველა საჭირო პროდუქტის წინასწარ მომზადება.
- საკვების დახარისხება, შენახვა.
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა სხვა თანამშრომლებთან ერთად.
- პროდუქტების ვადებისა და რაოდენობის კონტროლი, მარაგების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება.
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებული.
- კეთილსინდისიერება.
- სისწრაფე და დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: ninelikhimshiashvili@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,მზარეულის დამხმარე“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს !
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე