ადმინისტრატორი
თბილისი, ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
26 ივლ - 24 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქართულ-გერმანული კომპანია "Aspria Fitness", აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე: ვაკის, საბურთალოს, დინამოსა და ბათუმის ფილიალებში  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი; 
  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  •  ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა; 
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  •  სასურველია სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სავაჭრო ან მომსახურების სფეროში. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  •  უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება; 
  •  კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით; 
  •  ფინანსური რეპორტინგის წარმოება, მარაგების აღწერა და კონტროლი. 

 

აუცილებელი პიროვნული თვისებები: 

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  •  აქტიურობა, კომუნიკაბელურობა; 
  •  საქმის განაწილების და ადმინისტრირების უნარი; 
  •  პუნქტუალურობა; 
  •  სწრაფად ადაპტაციის უნარი. 

 

დამატებითი მოთხოვნები: 

  •  სასურველია არამწეველი. 
  •  მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში შეითავსოს სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები. 

 

ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. 

სამუშაო საათები: 09:00-16:00 დილის ცვლა; 16:00-23:00 საღამოს ცვლა (კვირის განმავლობაში 6 სამუშაო დღე).  

ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება შესაბამისად. 

 

დამატებითი პირობები:  

  • ტრენინგი - 2 კვირა.  
  • შემდგომი გამოსაცდელი ვადა - 1 თვე. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე Mariam.barnovi@aspria.ge   ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი. 

ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი